ნიკა გვარამიას საქმე - საფრანგეთის ელჩის გამოხმაურება

17 მაი 2022

„არ ვაკეთებ კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, თუმცა ნიკა გვარამიას საქმე კითხვებს აჩენს“ – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დიეგო კოლასმა კომენტარი გააკეთა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის დაკავების საქმეზე.

ამბობს, რომ ჩნდება კითხვა - დაცულია თუ არა საქართველოში სრულად სიტყვის თავისუფლება თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა.