ნიკა გვარამიას საქმე-ოპოზიცია კონსულტაციების გამართვას გეგმავს

16 მაი 2022

ნიკა გვარამიას პატიმრობის საქმეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს შეკრებას და კონსულტაციების გამართვას გეგმავენ. მანამდე კი ისინი სოლიდარობის ნიშნად მთავარ არხთან იკრიბებიან. მათი თქმით ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შექმნას კონკრეტული გეგმა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები.