რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რაიონი დაბომბეს - 6 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა

16 მაი 2022

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რაიონი გრადის და სმერჩის სარაკეტო სისტემებით დაბომბეს, 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღის განმავლობაში დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს 10 დასახლებას.

უწყებაში განმარტავენ, რომ იერიშის შედეგად განადგურდა 36 სამოქალაქო ობიექტი: საცხოვრებელი კორპუსები, მეჩეთი, ქარხანა, კაფე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.