სპორტულ - გამაჯანსაღებელი ფესტივალი ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მონაწილეობით

15 მაი 2022

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფესტივალი გაიმართა ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მონაწილეობით თბილისში.

განათლების მინისტრი ოლიმპიურ ჩემპიონ ლერი ხაბელოვთან ერთად, ფესტივალის მონაწილეებს შეხვდა და მათ სპორტულ აქტივობებში წარმატებული ასპარეზობა უსურვა.გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინული სექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გაიხსნა.

უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.