ევროპის დღეები - საინფორმაციო შეხვედრა შშმ პირებთან 

15 მაი 2022

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრირება საზოგადოებაში და სტერეოტიპების ნგრევა - "ევროპის დღეების“ ფარგლებში ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იმ მითების ნგრევაა, რომელიც განსაკუთებული საჭიროების მქონე პირების მიმართაა გავრცელებული.

„ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება.