ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა

15 მაი 2022

საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ.