''ბათუმმა'' ნახევარფინალის მეორე შეხვედრა ისევ დამატებითში წააგო

14 მაი 2022

ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ''სუპერლიგის'' ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრაც დათმო. 
ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული მატჩი ბუბა ბერიშვილის გუნდმა ''ქუთაისსთან'' ამჯერადაც ოვერტაიმში ანგარიშით 96-90 წააგო.

სერიის მეორე დაპირისპირების ძირითადი დრო ფრედ 77-77 დასრულდა.

ბათუმელთა რიგებიდან კაილი რიდლიმ 22 ქულა და 3  მოხსნა  მიითვალა.

ბექა ბექაურმა კი 18 ქულა, 9 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა აქტივში. 

სერიის მესამე დაპირისპირებას17 მაისს  უკვე ბათუმი უმასპინძლებს. ეს მატჩი ბათუმის სპორტის სასახელში 18:00 საათზე დაიწყება.

დებულების თანახმად საჭიროების შემთხვევაში სერიაში  დამატებითი  მატჩები დაინიშნება, თუ კი ერთ-ერთ გუნდს 3 მოგება არ დაუგროვდება.