ომი უკრაინაში - დღე 80

14 მაი 2022

პუტინის ომი. დღე 80-ე. რუსეთი არ ჩერდება და  ისევ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მთავარი სამიზნე კი კვლავ აზოვსტალია, მარიუპოლის აუღებელი ციხესიმაგრე.

აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა,  მარიუპოლის მთელ გარნიზონს ესაჭიროება დაუყოვნებელი ევაკუაცია. აზოვის პოლკის ინფორმაციით ჰყავთ 600-მდე დაჭრილი, აღარ აქვთ მედიკამენტები და ვერ უზრუნველყოფენ კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას მათთვის. 

უკრაინა ორ თვეზე მეტია იბრძვის და ახლა  და ზელენსკი პუტინთან შუამავლის გარეშეც შესახვედრად  მზად არის.