ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ნახევარფინალის პირველი მატჩი დრამატულად წააგო

13 მაი 2022

ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ''სუპერლიგის'' ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა დათმო. 

ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული დრამატული მატჩი ბუბა ბერიშვილის გუნდმა ''ქუთაისსთან'' ოვერტაიმში 91-85 წააგო.

სერიის პირველი დაპირისპირების ძირითადი დრო ფრედ 76-76 დასრულდა.

დამატებულ დროში კი უკეთესი მასპინძელი აღმოჩნდა. 

ბათუმელთა რიგებიდან კაილი რიდლიმ 26 ქულა, 8 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა.

დე ანჯელო სტიუარტის ანგარიშზე კი 10 ქულა, 5 მოხსნა, 6 გადაცემა და 2 დაფარება იყო.

ხვალ 14 მაისს 18:00 საათზე სერიის მეორე მატჩი ისევ  ქუთაისში გაიმართება. 

17 მაისს კი უკვე ბათუმი უმასპინძლებს სერიის მესამე დაპირისპირებას. ეს მატჩიც 18:00 საათზე არის ჩანიშნული.

დებულების თანახმად საჭიროების შემთხვევაში სერიაში  დამატებითი  მატჩები დაინიშნება, თუ კი ერთ-ერთ გუნდს 3 მოგება არ დაუგროვდება.