ხვალ “ბათუმი” ნახევარფინალში “ქუთაისს” დაუპირისპირდება

12 მაი 2022

საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში "ბათუმი" "ქუთაისთან" დაწყვილდა. ხვალ ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსნებთ, რომ “ქუთაისი" 36 ქულით რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ხოლო "ბათუმმა" 31 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

მეოთხედინალში ბუბა ბერიშვილის გუნდმა ვერა 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩემპიონ ქუთაისს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალის საგზური რუსთავის ძლევით მოიპოვა.