''ბათუმი ევროპული ქალაქი'' - გამოფენა

11 მაი 2022

“ევროპის დღეებს“ აღნიშნავენ მუზეუმებში. ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმში თარიღთან დაკავშირებით ფოტო გამოფენა გაიმართა.

საექსპოზიციო დარბაზში წარმოდგენილი იყო მეცხრამტე-მეოცე საუკუნის ფოტო-არქივი ისტორიული ნაგებობები, პირველი რკინიგზა, ფოსტა, სასტუმროები და საკონსულოები, რომელიც დაახლოებით 140 წლის წინ ქალაქში ფუნქციონირებდა. იმ პერიოდში როცა ბათუმი პორტო-ფრანკოდ გამოცხადდა. 

დღესვე გაიმართა ფილმის “გზა ევროპისკენ“ პრეზენტაციაც, რომელსაც მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ჩვენების შემდეგ შეხვედრა დისკუსიით გაგრძელდა.