რუსულმა ძალებმა ზაპორიჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

11 მაი 2022

რუსმა სამხედროებმა დღეს დილით უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა გაახორციელეს -  ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დღეს დილით მტერმა ზაპოროჟიეს დაარტყა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა წარმატებით იმუშავეს. რაკეტა საოლქო ცენტრთან ახლოს მდებარე დასახლებაში ინფრასტრუქტურის ობიექტის თავზე აფეთქდა. ობიექტი ძლიერ დაზიანდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პირველადი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.