უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა ფასიანი გახდა

11 მაი 2022

უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა „საქართველოს ფოსტამ“ ისევ ფასიანი გახადა. ინფორმაცია ფოსტაში დაადასტურეს. 1 კილოგრამი ტვირთის ღირებულება 115 ლარი იქნება.

როგორც განმარტავენ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი უფასოდ, აქციის ფარგლებში იგზავნებოდა. 

საქართველო უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთის გაგზავნის მხრივ ამ დრომდე ლიდერად ითვლებოდა.