ყველა კითხვას გაეცა პასუხი და მოლოდინი არის მხოლოდ დადებითი - რატი ბრეგაძე ევროკავშირის კითხვარზე

10 მაი 2022

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით სახელმწიფომ ძალიან კარგად იმუშავა.

რატი ბრეგაძის განმარტებით, ყველა კითხვას გაეცა პასუხი და ბუნებრივია მოლოდინი იქნება მხოლოდ და მხოლოდ დადებითი.

"საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, ის ვითარდება ევროპული ღირებულებების შესაბამისად და ბუნებრივია ჩვენ უნდა გვქონდეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოლოდინი" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.