საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს ინტერპელაციის წესით დაიბარებენ

10 მაი 2022

პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს დაიბარებენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ეკონომიკის მინისტრს კითხვებს დაუსვამენ ინფლაციასთან დაკავშირებით, რა გავლენას ახდენს მიმდინარე ომი საქართველოს ეკონომიკაზე, რა კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.