ენმ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს

10 მაი 2022

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი ინიციატივა.  დეპუტატები მზად არიან ყოფილ პრეზიდენტს თავდებში ჩაუდგნენ და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ.

"ნაციონალური მოძრაობაში'' მიაჩნიათ, რომ თავდებობა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი გზაა. 

ინიციატიავასთან დაკავშირებით,  მათ შორის სამართლებრივ კონტექსტთან მიმართებაში, პარტიაში არ საუბრობენ და ბრიფინგს აანონსებენ.