უკრაინელების მადლობა - სტიკერები ბათუმში

09 მაი 2022

“მადლობა ბიზნესს“ - ასეთი შინაარსის  მადლობის სტიკერები უკრაინელებმა დღეს იმ ობიექტებზე გააკრეს , რომლებიც უკრაინელ ხალხს დაეხმარა ფინანსურად, საკვებით და მედიკამენტებით. უკრაინელები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ მას შემდეგ, რაც ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და სამადლობელი სტიკერები დაინაწილეს აქტივობისთვის.