სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა

09 მაი 2022

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა  მოინახულა.

ქეთევან ხვედელიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ის არსად გადაუყვანიათ და არც ამის მცდელობა ყოფილა.  მისივე თქმით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.