უკრაინაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა - არესტოვიჩი 

09 მაი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ამბობს, რომ ქვეყანაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა, რუსეთის არმია კი უკრაინაში გენოციდით არის დაკავებული. 

ალექსეი​ არესტოვიჩის თქმით, ბუჩას მსგავსი სისასტიკე ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე ხდება.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

'' სხვათა შორის, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო ამ საქმეს სწორედ რუსეთის გენოციდად განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ – ასე ჰქვია საქმეს და არა სხვანაირად. მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. ჯერ რომელ „ძმობაზე“ შეიძლება, ვისაუბროთ? ახლა კი ჩვენი ამოცანაა გადარჩენა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ხარკოვის ოლქზე რუსი ოკუპანტების თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ 5 კი დაშავდა.

ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა იერიში რეგიონის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელზე მიიტანეს, მათ შორის ჭურვი მოხვდა საცხოვრებელ სახლსაც.

ოკუპანტები იყენებდნენ ასევე არტილერიასაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან.