სპეცოპერაცია ვარკეთილში

07 მაი 2022

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, კრიმინალური პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟები იყო  მობილიზებული.  სპეცოპერაციის დროს  2 ადამიანი დააკავეს, გიორგი შენგელია და ბექა შენგელია.

როგორც დაკავებულის მეუღლე აცხადებს გიორგი შენგელია მოწმის სახით იყო დაბარებული  პოლიციაში თუმცა ის მიმალვაში იმყოფებოდა. 

ჯერ-ჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების თაობაზე განცხადება არ გაუვრცელებია.