გიორგი შერმადინის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

07 მაი 2022

გიორგი შერმადინის “ტენერიფე” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალშია.

ნახევარფინალში “ტენერიფეს” მეტოქედ ებრაული “ჰაპოელ ჰოლონი” ჰყავდა, მეორე წყვილში კი ერთმანეთს ესპანური “მანრესა” და გერმანული “ლუდვიგსბურგი" შეხვდნენ.

ორივე მატჩი დაძაბული გამოდგა.
გიორგიმ მოედანზე 22:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

საბოლოოდ “ტენერიფემ” 78:71 მოიგო და ფინალში გავიდა.

მეორე ნახევარფინალში “მანრესამ” იმარჯვა და სწორედ ეს გუნდი დაუპირისპირდება “ტენერიფეს” ესპანურ ფინალში.

ჩემპიონთა ლიგის  სატიტულო მატჩი ბილბო არენაზე 8 მაისს გაიმართება.