ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, სავარაუდოდ, ცესკო ცნობს

06 მაი 2022

ბათუმის საკრებულოში შუალედური არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, სავარაუდოდ, ცესკო ცნობს.

რაც ნიშნავს, რომ ქვორუმისთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", ,,გიორგი გახარია-საქართველოსთვის'' და "ლელო საქართველოსთვის" პარტიის დეპუტატების დასწრება საჭირო აღარ იქნება.

არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი საკანონმდებლო ინიციატივაზე უკვე მუშაობს.