ბრძოლა მარიუპოლისთვის

06 მაი 2022

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება გრძელდება.  ბრიტანული დაზვერვა "აზოვსტალზე" რუსეთის შეტევის გაძლიერებას 9 მაისის მოახლოებას უკავშირებს.

გაეროს ინფორმაციით, ამ დრომდე უსაფრთხო დერეფნით ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე რაიონებიდან უსაფრთხოდ ევაკუირებულია 500-მდე ადამიანი.

მსოფლიო ლიდერები იმედოვნებენ, რომ ჰუმანიტარულ პაუზას ისევ მიაღწევენ.