სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენსა და ოლაფ შოლცს შორის

06 მაი 2022

რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების გაგრძელებას გეგმავს ამერიკა და გერმანია. 

აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა განიხილეს მილიონობით უკრაინელისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის საკითხი.

შოლცმა და ბაიდენმა ისაუბრეს სამხედრო ვითარებასა და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებაზეც.