თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს

06 მაი 2022

უკრაინაში ომის საკითხი განიხილეს სატელეფონო საუბრის დროს თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმაც. ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა გააკეთებს ყველაფერს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად. 

ასევე ელისეის სასახლის ინფორმაციით,  საფრანგეთისა და თურქეთის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ჰუმანიტარულ საკითხებზე და ხაზი გაუსვეს მარიუპოლიდან ევაკუაციის გაგრძელების მნიშვნელობას.