ნიაზ ბოლქვაძის საღამო

05 მაი 2022

საჯარო ბიბლიოთეკაში ნიაზ ბოლქვაძის 60 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. მწერლის, ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მის შემოქმედებასა და მიღწევებზე ისაუბრეს. ნიაზ ბოლქვაძე არის 8 წიგნის, 50-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომისა და 500-ზე მეტი პუბლიცისტური სტატიისა და წერილის ავტორი ქართულ და უცხოურ გამომცემლობებში.