დაკავება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით

05 მაი 2022

პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.  გამოძიებით დადგინდა, რომ  15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთმა  სამართალდამცველმა  ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ხ. მძღოლის ერთ-ერთი თანმხლები პირია, რომელმაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და სხვა პირებთან ერთად მიიმალა.