შეხვედრა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წევრებთან

05 მაი 2022

საჰაერო თავდაცვა, თანამშრომლობა სამთო მიმართულებით და  ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში ერთობლივი კონტრიბუცია - ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს  მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.