პანდემიის შემდგომ სასწავლო პროცესის დანაკარგების დადგენა - კონფერენცია

05 მაი 2022

პანდემიის შემდგომ სასწავლო პროცესის დანაკარგების დადგენა და მათ შემსუბუქებაზე ზრუნვა - ამ საკითხზე  მეორე დღეა USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის  ორგანიზებით  საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

შეხვედრაში საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და განათლების სფეროს ექსპერტები მონაწილეობენ.

განათლების სამინსიტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა გლობალური სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.