რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - არიან დაშავებულები

05 მაი 2022

5 მაისის ღამეს, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქ კრამატორსკის ცენტრალურ ნაწილზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, მათგან 6 საავადმყოფოში სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ინფორმაციას უკრაინული მედია კრამატორსკის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალექსანდრე გონჩარენკოს განცხადებით, მნიშნელოვნად დაზიანდა, სულ მცირე 3 ხუთსართულიანი შენობა, სკოლა, საბავშვო ბაღი.

მისივე განცხადებით, ზუსტდება მონაცემები ნგრევისა და დაღუპულთა შესახებ.