თავშესაფრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის

05 მაი 2022

სოციალური საცხოვრისები არაერთი ადამიანის გადარჩენის მიზეზი გამხდარა. ოჯახისგან გარიყულ, ასევე მარტოხელა მიუსაფარ და ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქეებს, აჭარაში სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ. რეგიონში სოციალური თავშესაფრების დაფინანსება წელს 2 მილიონ ლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობის მსურველთა რაოდენობაც გაზრდილია და მომავალში ახალი შენობის დამატება მოუწევთ. უკვე არსებულ  შორის ერთ-ერთი ძალადობის მსხვერპლი დედების თავშესაფარია, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობენ და მუშაობენ კიდეც.