ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პაციენტების პროგრამა

04 მაი 2022

"ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პაციენტების" პროგრამა გრძელდება. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამას ბი-ემ-სის ბაზაზე ახორციელებს და 160 ბენეფიციარს უწევს დახმარებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის რეაბილიტაციის საშუალება სამ სოციალურ სახლშია შესაძლებელი.

სოციალური თავშესაფრების დაფინანსება წელს 2 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უწყებაში ამბობენ, რომ პროგრამით სარგებლობის მსურველთა რაოდენობა ბევრად მეტია და მომავალში ახალი შენობის დამატება მოუწევთ.

უკვე არსებულ  შორის ერთ-ერთი ძალადობის მსხვერპლი დედების თავშესაფარია, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობენ და მუშაობენ კიდეც.