ბასილაშვილმა მადრიდის მასტერსი მოგებით დაიწყო

03 მაი 2022

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მადრიდში დაწყებულ მასტერსზე პირველი წრის გავლა მოახერხა. საქართველოს პირველი ჩოგანი საწყის შეხვედრაში 34 წლის იტალიელ ფაბიო ფონინის დაუპირისპირდა და საათსა და 21 წუთში 7:5, 6:4 დაამარცხა.

ბასილაშილმა გამოცდილ იტალიელ ჩოგბურთელთან ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა აღადგინა.  უკვე ცნობილია, რომ მე-2 წრეში ბასილაშვილის მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი ესპანელი კარლოს ალკარასი იქნება, რომელსაც ბოლო პერიოდში საოცარი პროგრესი აქვს და უკვე მსოფლიოს მე-9 ჩოგანია. ბასილაშვილი 18 წლის ტალანტს გასულ წელს როლან გაროსზე შეხვდა და მაშინ უშანსოდ - 4:6, 2:6, 4:6 დამარცხდა.

ბასილაშვილისა და ალკარასის შეხვედრა ხვალ გაიმართება.