ბათუმის საკალათბურთო კლუბმა სერიაში მეორე მატჩიც მოიგო

02 მაი 2022

ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ''სუპერლიგის'' მეოთხედფინალურ სერიაში "ვერასთან" მეორე მატჩიც მოიგო.

სერიის მეორე შეხვედრაც ბათუმის ახალ სპორტის სასახლში გაიმართა და ისევ ბათუმელთა დიდი უპირატესობით ანგარიშით 84:62 დასრულდა.

კაილი რიდლიმ  ''ბათუმს'' 17 ქულა, 2 მოხსნა და 6 გადაცემა მოუტანა. 

დე ანჯელო სტიუარტის ანგარიშზე კი  6 ქულა, 8 მოხსნა, 2 გადაცემა და 2 დაფარება იყო.

ამ გუნდებს შორის სერიის რიგით მესამე დაპირისპირება 5 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება.

თუ ბათუმის საკალაბურთო კლუბი მესამე  შეხვედრასაც მოიგებს ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

წაგების შემთხვევაში სერიაში ანგარიში 2-1 გახდება და მანამ გაგრძელდება სერია,სანამ ერთ-ერთი გუნდს 3 მოგება არ დაუგროვდება.