7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილი პროცესს არ ესწრება

02 მაი 2022

7 ნოემბრის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის გარეშე განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილი პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით არ ესწრება. 

სასამართლო ერთი საათის წინ დაიწყო, სწორედ დღეს, საღამოს 6 საათზე იწურება ხელისუფლებისადმი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ულტიმატუმიც.

ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში მისი ახლობლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს სასამართლოსთან.