ქობულეთი - ბათუმის მიმართულებით ავტობუსი დაინიშნა 

02 მაი 2022

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით დამატებით ავტობუსი დაინიშნა. რეისი  დღეში სამჯერ, დილოს 9-საათიდან, საღამოს 7-ის ნახევარზე შესრულდება. ავტობუსი ადგილობრივი მოსახლეობისა  და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტების  მოთხოვნით  დაემატა. ამის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ავტობუსში, მგზავრობის ღირებულება ოფიციალურად 80-თეთრი დაწესდა.  როგორც ქობულეთის ტრანსრეგულირების ხელმძღვანელი მერაბ პაპუნაიშვილი ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქობულეთის საკრებულომ და მერიამ ერთობლივად მიიღეს. მუნიციპალური ავტობუსი ყოველ დღე ქობულეთის სადგურიდან გავა და ქობულეთის ავტოსადგურში გააკეთებს პარკირებას.