ავიაკომპანია „კონდორ ეარლაინსმა“ ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით ფრენები დაიწყო

02 მაი 2022

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ავიაკომპანიამ, „კონდორ ეარლაინსმა“ (Condor Airlines) დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

კონდორ ეარლაინსი“ პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. პირველი რეისით 140-მდე მგზავრი ჩამოფრინდა საქართველოში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრანკფურტი - თბილისი - ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ფრენები 28 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.