ბათუმის საკალათბურთო კლუბმა სერია გამარჯვებით გახსნა

01 მაი 2022

ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ''სუპერლიგის'' მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო.

სერიის პირველი შეხვედრა ბათუმში ადგილობრივ კლუბსა და თბილისის ''ვერას'' შორის გაიმართა. მატჩი ბათუმელებმა 20 ქულიანი სხვაობით 102-82 მოიგეს.

''ბათუმის'' რიგებში ბექა ბექაურმა ორმაგი მიითვალა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 11 მოხსნა, 3 გადაცემა და 3 დაფარება იყო.

კაილი რიდლიმ კი გუნდს 19 ქულა და 3 გადაცემა შემატა. ამრიგად სერიაში ბათუმი დაწინაურდა.

მეოთხედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა ხვალ ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.