1 მაისი შრომის დღე

01 მაი 2022

1 მაისს მშრომელთა საერთშორისო სოლიდარობის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანებამ აქცია-პერფორმანსი მოაწყო.

ღონისძიების მონაწილეებმა კოსტუმირებული მსვლელობა მოაწყვეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

ამ ფორმით მათ კიდევ  ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას და დამსაქმებლებს, რომ  მნიშვნელოვანია დასაქმებულთა შრომითი პირობები და შრომის ღირსეული ანაზღაურება.