29 აპრ 2022
ქობულეთის N1 და სოფელ ლეღვას საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თანამედროვე ტიპის სტანდარტების შესაბამისი იქნება. ადაპტირებული შშმ ადამიანებისთვის. პროექტის მიხედვით მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, დაიგება დეკორატიული ფილები, მონტაჟდება გარე განათება და სკამები.