ნიდერლანდები უკრაინის დედაქალაქ კიევში საელჩოს დღეს დააბრუნებს

29 აპრ 2022

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნიდერლანდები უკრაინის დედაქალაქ კიევში საელჩოს დღეს დააბრუნებს.

ამის შესახებ მინისტრი Twitter-ზე წერს. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საელჩოების ნაწილი სამუშაოდ ლვოვში გადავიდა. მას შემდეგ, რაც კიევის ოლქი რუსი ჯარისკაცებისგან გათავისუფლდა, საელჩოებმა დედაქალაქში დაბრუნება დაიწყეს.

რამდენიმე საელჩომ კიევში მუშაობა უკვე განაახლა.