შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან

29 აპრ 2022

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა და სამომავლო ხედვები - ეს საკითხები განიხილეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და  ტოივო კლაარმა შეხვედრისას.

მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების  საკითხების მნიშვნელობაზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიმართულებით პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე.