28 აპრ 2022
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და აჭარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უწყების ინფორმაციით, შეთანხმება ინოვაციური კვლევითი მეთოდების გაცვლას და ტესტირებების ჩატარების გააქტიურებას ითვალისწინებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს ლაბორატორიის ქსელის გაძლიერება საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად.