საზღვაო კანონმდებლობა იცვლება

27 აპრ 2022

პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საზღვაო კოდექსში. კანონპროექტი შავი ზღვის ნავსადგურებს შორის ურთიერთობის დარეგულირებას ითვალისწინებს, მათ შორის იმას, რომ ნავსადგურებმა თანაბრად მიიღონ მონაწილეობა  ნავსადგურების მოვლა-პატრონობაში და ასევე შესაბამისად გაინაწილონ მიღებული ფინანსური სარგებელი. საქართველოს პორტების სიმცირის გათვალისწინებით, კანონი დაარეგულირებს იქ მოქმედი ერთადერთი ოპერატორის უფლება-მოსილებებს, ხოლო ორი ოპერატორის შემთხვევაში მათ შორის უფლებების განაწილებას, რათა არ შეიზღუდოს კონკურენცია.