ვაზისუბანში საცხოვრებელი ბინა დაიწვა, მაშველებმა ორი ცხედარი იპოვეს

27 აპრ 2022

ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა, მაშველებმა  ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

არსებული ინფორმაციით, ხანძარს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.