სამზადისი ტურისტული სეზონისთვის ბულვარში

27 აპრ 2022

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან და ბულვარის ტერიტორიაზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პარალელურად დაწყებულია საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და რამდენიმე დღეში პლაჟის მოსწორების სამუშაოები დაიწყება.