ქუთაისში დათა შომახიას ნახატების გამოფენა გაიმართება

27 აპრ 2022

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული მოზარდის, დათა შომახიას ნახატების გამოფენა გაიმართება.

დამთვალიერებლებს ნახატების ნახვა 26-29 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

გამოფენის დახურვას დათა შომახიას მამა, გია შომახია და დათას ხელოვნების პედაგოგი ლია კასპელაშვილიც დაესწრებიან.

კატალოგის - „დათას ფერადი სამყარო“ შეძენით შემოსული თანხა ქუთაისში მცხოვრები უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახის დახმარებას მოხმარდება,  ახალაგაზრდა დედა 10 თვის შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.