მოსწავლეებს დიაგნოსტიკური ტესტირება ჩაუტარდებათ

26 აპრ 2022

მეოთხედან მეცხრე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სპეციალური ტესტებით შეაფასებენ. დავალება მხოლოდ კომენტარით შეფასდება და ის საბოლოო ნიშანზე გავლენას არ მოახდენს. ტესტებს სკოლებს განათლების სამინისტრო მიაწვდის, გამოცდის ფორმატს კი სკოლა განსაზღვრავს _ ონლაინ კლასში თუ საშინაო დავალების ფორმით. სადიაგნოისტიკო შეფასების ჩასატარებლად სკოლებს ვადა სასწავლო წლის ბოლომდე აქვთ.