გახდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე?

26 აპრ 2022

მიიღო თუ არა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე შეთავაზება და რას ფიქრობს ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი? - ეს დღეს პოლიტიკური განხილვის საგანია.

თავად ყოფილი პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის წევრები გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ, მმართველი გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ ეს სრულიად შესაძლებელია.