არესტოვიჩი - რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები შესაძლოა პარტიზანული ომის დაწყებას ნიშნავდეს

26 აპრ 2022

რუსეთის ქალაქებში მასობრივი ხანძრები შეიძლება პარტიზანული ომის დაწყებას მიანიშნებდეს - ასე ფიქრობს  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი.

ალექსი არესტოვიჩის ეს განცხადება რუსეთში, ბრაიანსკის ოლქის ნავთობსაცავში გაჩენილ ხანძარზე კომენტირებისას გააკეთა. ბრიანსკში მდებარე ნავთობბაზაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. 

ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რუსეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრია.